"სტუდენტურ დერბში" EU-მ იმარჯვა!

ყველა სიახლე
20 თებერვალი 2021


ფუტსალის ლიგა 2-ის II ტურის შეხვედრები ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მატჩით დასრულდა. „სტუდენტურ დერბიში“ გამარჯვება EU-ს დარჩა, ანგარიშით 4:2.

დერბის პირველი ტაიმი ფრედ 2:2 წარიმართა. შეხვედრის განახლებიდან ერთ წუთში EU დაწინაურდა, მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და პირველი სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ლაზვიაშვილმა გაიფორმა, ევროპის უნივერსიტეტს კი ორი გოლით გიორგი კუპრეიშვილი დაეხმარა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.

გიორგი ლაზვიაშვილი, UG:”დღევანდელ შედეგს გამოუცდელობას დავაბრალებდი. ბევრი ვეცადეთ და ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი. ვფიქრობ, დღეს ჩვენი სუსტი მხარე დაცვაში გამოიხატა, არაორგანიზებულად ვთამაშობდით. ცუდი სტარტი გვაქვს, მაგრამ ვინაიდან გუნდის შემადგენლობა შეცვლილია ჯერ კიდევ ვმუშაობთ, რომ უკეთ შევთამაშდეთ.“

გიორგი სვანიძე, EU:“დაძაბული შეხვედრა იყო. ბევრი მომენტი გვქონდა ორივე მხარეს. ძალიან გვჭირდებოდა პირველი გამარჯვება. ჩვენი მინიმალური მიზანი პლეიოფში თამაშია. თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესებთ ხარისხს. მეტი გამოცდილება გვაქვს, შეტევაში რაღაც ტაქტიკები უფრო დახვეწილი გვქონდა და ალბათ ამით ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს.“

27 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტს ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს.

  © SBM, 2016-2024