გორი ახალ სეზონს მომზადებული ხვდება!

ყველა სიახლე
02 თებერვალი 2021


ფუტსალის ლიგა 2 გულშემატკივარს მესამე სეზონით 13 თებერვალს დაუბრუნდება. 2020/21 წ.წ. ჩემპიონატში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და რეგულარული სეზონის შემდეგ პლეიოფში ასპარეზობას ოთხი მათგანი განაგრძობს.

წელს ჩემპიონობისთვის გორი, თსუ 2, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ილიაუნი 2, არმია, ბათუმის აკადემია და ქუთაისის მართვე იბრძოლებენ. შეჯიბრის დაწყებამდე sbm.ge გაგაცნობთ დებიუტანტებს, უკვე ნაცნობ გუნდებს, მათ მიზნებსა და ისტორიას.

გორი ფუტსალის ლიგა 2-ში 2019/20 წ.წ. სეზონში გამოჩნდა და საკმაოდ რთული სადებიუტო სეზონი მესამე ადგილით დაასრულა. ნახევარფინალში გორელები პსპ-სთან დამარცხდნენ, თუმცა თსუ 2-თან დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

Sbm.ge გორის მთავარ მწვრთნელს, ბექა მამაგულაშვილს გაესაუბრა:

ბექა მამაგულაშვილი: „გასული სეზონი, მართლაც რომ, წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ჩვენგან ასეთ ასპარეზობას არავინ ელოდა.

მესამე ადგილზე გასვლით გუნდის ხელმძღვანელობა ჩვენით უფრო დაინტერესდა და გასულ წლებთან შედარებით მეტი ხელშეწყობაც გვაქვს. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა, როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის.

რაც შეეხება  მომზადებას, გვყავს ახალი ფეხბურთელებიც. ვვარჯიშობთ ყოველდღე და ჩვენი მიზანი, რათქმაუნდა, ჩემპიონობა და თასზე წარმატებული ასპარეზობაა. გუნდში ძირითადი ბირთვი უცვლელია. 4 მოთამაშე დავიმატეთ. ძალიან კარგი ბიჭები არიან, ბოლომდე არიან ჩართულები და ცდილობენ, გუნდს დაეხმარონ. შეიძლება ითქვას, წარმატებული შევსება გამოგვივიდა.

გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველამ იცის რომ გვაქვს მიზანი - ჩემპიონობა. თავს არ ვზოგავთ ვარჯიშებზე. მჯერა, რომ ასეთი მიდგომით წარმატებას მივაღწევთ.“

ფუტსალის ლიგა 2-ის სხვა გუნდების გასაცნობად თვალი ადევნეთ sbm.ge-სა და ლიგის ოფიციალურ Facebook გვერდს.

  © SBM, 2016-2024