პსპ-მ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგაში დარჩენილი უკანასკნელი ადგილისთვის გადათამაშება გაიმართა.
ფუტსალის ლიგა 2-ის ვერცხლის მედალოსანმა პსპ-მ უმაღლესი ლიგის მეხუთეადგილოსანი ქუთაისის მართვე 3:1 დაამარცხა და 2020/21 წლის სეზონიდან ფუტსალის ლიგაში იასპარეზებს.
„ფარმაცევტები“ ერთწუთიან ინტერვალში გურამ გოგიჩაიშვილისა და ზუკა გარსევანიშვილის გოლებით დაწინაურდნენ. ლევან სვანიძემ კი მეათე წუთზე უპირატესობა სამამდე გაზარდა. მართვემ მეორე ტაიმში ერთი ბურთი გიროგი გურეშიძის წყალობით გაქვითა, მაგრამ „ქუთათურებმა“ სხვაობა მეტად ვეღარ შეამცირეს და მომავალ სეზონში ლიგა 2-ში იასპარეზებენ.
პსპ-სა და მართვეს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „ქუთათურების“ მეკარე ბექა გოგსაძე დასახელდა, რომელსაც ესპანური ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
ორივე გუნდისთვის წლევანდელი სეზონი ამით დასრულდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კი 17 აგვსიტოს ფუტსალის ლიგის მესამე ადგილისთვის ერთმანეთს თბილისი და ილიაუნი დაუპირისპირდებიან, თელასსა და თსუ-ს შორის კი ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართება.