თსუ-მ ილიაუნის "საფეხბურთო ლატარიაში" მოუგო!

ყველა სიახლე
05 აგვისტო 2020


ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები თსუ-სა და ილიაუნის დრამატული მატჩით დასრულდა.

თსუ-მ თამაშში ანაგრიში ორჯერ გაათანაბრა. თეიმურაზ ექიზაშვილის პირველ გოლს გოგლა ჭოხონელიძემ ეფექტური დარტყმით უპასუხა, მეორე კი ლევან კობაიძემ გაქვითა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ორივე დამატებითი ხუთწუთიანი ტაიმი გოლის გარეშე მიილია, პენალტების სერიაში კი თსუ-მ 4:3 იმარჯვა და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა.

„სტუდენტური დერბის“ საუკეთესო მოთამაშედ თეიმურაზ ექიზაშვილი დასახელდა, რომელსაც ესპანური ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თეიმურაზ ექიზაშვილი, ილიაუნი:“ძალიან დაძაბული თამაში იყო. ბევრი მომენტი არ გვქონია, მაგრამ იყო ისეთები, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ უკვე პენალტები დაინიშნა, რაც ლატერიაა. თსუ-ს ვულოცავთ გამარჯვებას, მაგრამ შევეცდებით, რომ გავათანაბროთ სერიაში ანგარიში. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გუნდს ვერ ეხმარება კაპიტანი, რომელიც დიდი ძალაა ჩვენთვის. რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით აღვიდგინოთ ძალები.“

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი:“ილიაუნისთან ყველა შეხვედრა ასეთი დაძაბულია. ყოველ ჯერზე, საკუთარ თავზე მაღლა უნდა ავხტეთ, რომ შევძლოთ მათი დამარცხება. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე, თეიმურაზ ექიზაშვილი, ნამდვილად გამორჩეულია და აუცილებლად უნდა აღვნიშნო მისი თავდადება, შეცვლის გარეშე ითამაშა და ვფიქრობ, მაგალითია თუ როგორი უნდა იყოს გუნდის ლიდერი. ორივე გუნდი ძალიან დავიღალეთ და მეორე მატჩის ბედს გადაწყვეტს ის თუ ვინ უკეთ დაისვენებს და შეძლებს ძალების მობილიზებას.“

ფუტსალის ლიგის ½ ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები 8 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024