კსუ-მ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში იმარჯვა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის XV ტურის შეხვედრაში კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.
მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეორე წუთზე ბექა ბექაურმა გუნდი დააწინაურა. გიორგი ღავთაძემ ფინალურ სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა შედეგიანად გამოიყენა და კსუ-მ მეტოქეს ორი უპასუხო გოლით სძლია.
ნახევარფინალში კსუ-ს მეტოქე სწორედ თსუ 2 იქნება, პსპ კი ფინალის საგზურის მოსაპოვებლად გორს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დასკვნით ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ერთ მატჩი გაირკვევა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ჯოხაძე, თსუ2:“ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონია, თუმცა მაინც დაძაბული თამაში იყო, რადგან პრინციპული მეტოქეები ვართ. ვინც მომენტების რეალიზება მოახერხა, მან მოიგო დღეს. ნახევარფინალში ყველაფერს ერთი მატჩი გადაწყვეტს, ვინც მეტად მოინდომებს, ის გაიმარჯვებს.“
გიორგი ღავთაძე, კსუ:“მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, ბურთიც თითქმის სულ ჩვენ გვეჭირა, მეტოქე კი კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს. ამ ყველაფრის ხარჯზე დავიმსახურეთ გამარჯვება. თსუ ჩვენი ნახევარფინალური მეტოქეა და ვფიქრობ, რომ ასეთი თამაშით შეგვიძლია ფინალში გასვლა.“
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის წრიული ეტაპი თბილისისა და თელასის შეხვედრით დასრულდება, დღის ბოლოს კი პსპ საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.