პსპ-სა და კსუ-ს დამაჯერებელი სამი ქულა!

ყველა სიახლე
30 ივლისი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის შეხვედრები ლიგა 2-ის მეთოთხმეტე ტურის მატჩებით დასრულდა.

დასკვნით დაპირისპირებაში პსპ-მ ევროპის უნივერსიტეტთან 14:1 იმარჯვა. ლევან სვანიძე გუნდს ხუთი გოლით დაეხმარა. ნიკოლოზ კურტანიძის ანგარიშზე ჰეთრიკი და ხუთი საგოლე გადაცემაა. სამი ბურთი მიითვალა ლევან სარდანაშვილმაც, ხოლო გურამ გოგიჩაიშვილმა დუბლი გაიფორმა.

დიდი უპირატესობით დაამარცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც გორელები. „სტუდენტებმა“ პირველი ნახევარი მძიმედ დაიწყეს და ფრედ 2:2 დაამთავრეს, თუმცა შეხვედრის განახლების შემდეგ თამაში რადიკალურად შეიცვალა და კსუ-მ მეტოქეს 11:3 სძლია. გამარჯვებული გუნდიდან ოთხი გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გიორგი ღავთაძე გამოირჩა. ნიკა მანგოშვილმა ჰეთრიკი, ლუკა ფარცვანიამ კი დუბლი გაიფორმა.

31 ივლისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს თსუ 2 და კსუ დაუპირისპირდებიან. 2 აგვისტოს კი მეთხუთმეტე ტურით რეგულარული სეზონი დასრულდება.

  © SBM, 2016-2024