უხვგოლიანი შეხვედრები ფუტსალის ლიგაში!

ყველა სიახლე
28 ივლისი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეცამეტე ტურის სასტარტო მატჩში ერთმანეთს ქუთაისის მართვე და თელასი დაუპირისპირდნენ.

„ენერგეტიკოსებმა“ პირველივე ტაიმში რვაბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თამაში კი საბოლოოდ დიდი ანგარიშით 17:2 მოიგეს. თელასში ყველაზე შედეგიანი, შვიდი გოლით, ვახტანგ ჯვარაშვილი იყო. ნიკა ხარატიშვილმა ჰეთრიკი, გიორგი ტიკურიშვილმა კი დუბლი გაიფორმა.

სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ის შეხვედრით დაიწყო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპის უნივერსიტეტი უშანსოდ დატოვა და 13:1 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ხუთი გოლი გიორგი ღავთაძის ანგარიშზეა. დუბლი გაიფორმეს ლუკა ფარცვანიამ და ნიკა მანგოშვილმა.

ფუტსალის ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისი ილიაუნის დაუპირისპირდება. ლიგა 2-ის სხვა მატჩებში თსუ 2 პსპ-ს გაეჯიბრება, გორი კი საქართველოს უნივერსიტეტს შეხვდება.

  © SBM, 2016-2024