მართვემ პირველი გამარჯვება ბსუ-სთან მოიპოვა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეთერთმეტე ტურის დასკვნითი მატჩი ქუთასის სპორტის სასახლეში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით დასრულდა.
დაძაბულ შეხვედრაში ადგილობრივმა მართვემ ოთხბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და მიმდინარე სოზნში პირველი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბსუ-საც ერთადერთი მოგება სწორედ „ქუთათურებთან“ აქვს. მეორე ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიში 5:5 იყო, „უნივერსიტეტელებმა“ გოლი საკუთარ კარში შეაგდეს, საფინალო სირენამდე ბაკურ გულუამ მეორე ბურთიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში 7:5 დააფიქსირა.
გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ყველაზე შედეგიანი სამი გოლით გიორგი გურეშიძე იყო. ბექა ლორიამ და გიგა გაგუამ მეტოქეს ორ-ორი ბურთით უპასუხეს. ამ შედეგით, მართვემ მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა და გასავარდ ზონას თავი დააღწია.
ფუტსალის ლიგის მეთორმეტე ტური 13 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.