"ფარმაცევტებმა" გორს იოლად სძლიეს!
ყველა სიახლე06 მარტი 2020
თბილსის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე ფუტსალის ლიგის მეთერთმეტე ტურის დასკვნითი მატჩით დასრულდა. ერთმანეთს გორი და პსპ დაუპირისირდნენ.
„ფარმაცევტებმა“ უდანაკარგოდ ასპარეზობა კვლავ განაგრძეს და მეტოქეს ამჯერად 7:3 სძლიეს. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს სამი უპასუხო გოლი გაუატანეს. ოცდამეშვიდე წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ დუბლი გაიფორმა, რასაც გორელების მხრიდან ორი ბურთი მოჰყვა, თუმცა პსპ-მ სოლიდური უპირატესობა ლევან სარდანაშვილის ჰეთრიკით აღადგინა. გამარჯვებული გუნდიდან ორი ბურთია ლევან სვანიძის ანგარიშზეც.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტური 13 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.