თსუ 2-მა მესამე წრე მოგებით დაიწყო!

ყველა სიახლე
06 მარტი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინაროებს.

რეგულარული სეზონის დასკვნითი, მესამე წრე, თსუ 2-სა და ევროპის უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყო. დაძაბული დერბის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. თამაშის განახლებიდან მალევე, ერთწუთიან ინტერვალში თსუ-მ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მთელი დარჩენილი დრო ლიდერობდა და მეტოქეს საბოლოოდ 6:2 სძლია. გამარჯვებული გუნდიდან სამი ბურთი სანდრო შეყლაშვილის ანგარიშზეა, დუბლი გაიფრომა დავით ხეჩიკაშვილმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვალერი ქსოვრელიშვილი, EU:“ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. რამდენიმე მოთამაშემ დატოვა გუნდი და ახალი შემადგენლობით ვართ. მეორე ტაიმში ფიზიკურად ძალიან დავიღალეთ, ვეღარ გავუწიეთ მეტოქეს წინააღმდეგობა და დავმარცხდით. მომავალ მატჩებში შევეცდებით მოვუმატოთ.“

სანდრო შეყლაშვილი, თსუ 2:“პირველ ტაიმში ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხეთ. შემდეგ უფრო მოტივირებულები გამოვედით, აუცილებლად მოსაგები თამაში იყო და ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. დანაკლისის მიუხედავად, მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ.“

დღეს ფუტსალის ლიგა 2-ის სხვა შეხვედრებთან ერთად, ფუტსალის ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩებიც გაიმართება.

  © SBM, 2016-2024