პსპ მეათე ტურის შემდეგაც დაუმარცხებელია!

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2020


ფუტსალის ლიგა 2-ის მეათე ტურის შეხვედრაში პსპ საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მეორე წრე უკვე ჩვეული, დიდი უპირატესობით დაასრულა.

„ფარმაცევტები“ წინ მერვე წუთზე გავიდნენ. „უნივერსიტეტელებმა“ წონასწორობა მალევე აღადგინეს, თუმცა თანაბარი ანგარიში დიდხანს არ შენარჩუნებულა და პსპ-მ მეტოქე ამჯერადაც დიდი სხვაობით დაამარცხა (10:2). გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ლევან სვანიძემ და ზუკა გარსევანიშვილმა ჰეთრიკი გაიფორმეს, ორი ბურთია გიორგი აფციაურის ანგარიშზე, ნიკოლოზ კურტანიძემ და ლევან სარდანაშვილმა კი აქტივში თითო გოლი მიითვალეს.

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე წრე 6 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეთერთმეტე ტურით დაიწყება.

  © SBM, 2016-2024