თსუ-მ ქუთაისის მართვეს სძლია!

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2020


ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეათე ტური, რომელმაც სტარტი 24 თებერვალს ილიაუნისა ბსუ-ს დაპირიპირებით აიღო,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მართვეს შეხვედრით გაგრძელდა. მატჩს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

დავით ბობოხიძემ „უნივერსიტეტელები“ მეთერთმეტე წუთზე დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ლაშა სიგუნავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. „ქუთათურებმა“ შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება თამაზ ბაბუნაშვილის გოლით შეძლეს, მაგრამ ლაშა სიგუნავამ მალევე დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. თსუ-მ საბოლოოდ 3:1 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია შეინარჩუნა.

ფუტსალის ლიგის მეათე ტურის დასკვნით მატჩში თელასი თბილისს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024