გორმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა!

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ით დაიწყო. ერთმანეთს გორი და ევროპის უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გორი პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი მჭედლიშვილმა დააწინაურა. გივი შილაკაძემ დუბლი გაიფორმა და წონასწორობის აღდგენასთან ერთად „უნივერსიტეტელები“ წინ გაიყვანა, თუმცა ნიკოლოზ სულთაშვილმა ანგარიშის გათანაბრება და უპირატესობის დაბრუნება შეძლო. გორმა საბოლოოდ 3:2 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ცოტნე ჩილაჩავა, EU: “მნიშვნელოვანი თამაში იყო, გორი ჩვენი უშუალო კონკურენტია. ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში გოლი გავუშვით, შემდეგ ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლაც მოვახერხეთ, მაგრამ შეცდომების გამო ვეღარ შევინარჩუნეთ უპირატესობა.“

ნიკოლოზ სულთაშვილი, გორი:“სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ფსიქოლოგიურად მოგებისთვის ვიყავით განწყობილები. ფიზიკურად და ტაქტიკურადაც მომზადებულები გამოვედით. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს ცოტა ვაჯობეთ. კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.“

დღის განმავლობაში გაიმართება ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის მეათე ტურის სხვა შეხვედრებიც.

  © SBM, 2016-2024