ილიაუნის ბსუ-სთან სამი ქულის აღება გაუჭირდა!

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2020


ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეათე ტურმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპირიპსირებით აიღო.

“საუნივერსიტეტო დერბის“ პირველ ნახევარში ბსუ-მ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, თუმცა მეცხრამეტე წუთზე გიორგი კურტანიძემ დუბლი გაიფორმა და გუნდი დააწინაურა. ილიაუნიმ თამაშის დასრულებმადე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მეორე წრის ბოლო შეხვედრაში საბოლოოდ 4:2 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ჯალაღანია, ბსუ: „ბოლო მატჩის შემდეგ, ფაქტობრივად, არ გვივარჯიშია და დღეს მოუმზადებლები გამოვედით, რაც დაგვეტყო. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ და სასურველ შედეგებსაც მივაღწევთ. მოწინააღმდეგეს მადლობას ვუხდი ასეთი კარგი თამაშისთვის.“

გიორგი კურტანიძე, ილიაუნი:“დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა შესაბამისი დარიგებები მოგვცა, რომლებიც გავითვალისწინეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. ჩვენი თამაშით კმაყოფილები არ ვართ, თუმცა მომდევნო შეხვედრებში ის ორი წამყვანი მოთამაშეც დაგვიბრუნდება, რომელიც დღეს გვაკლდა და მეტად გაძლიერებულები ვიქნებით.“

ფუტსალის ლიგის მეათე ტურის სხვა შეხვედრები 28 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024