პსპ ქულათა მაქსიმუმით სვლას განაგრძობს!

ყველა სიახლე
21 თებერვალი 2020


ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მეცხრე ტურის დასკვნით მატჩში პსპ ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მიმდნარე სეზონში ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.

“ფარმაცევტებმა“ პირველივე ტაიმში მოიპოვეს მნიშვნელოვანი უპირატესობა. ლევან სვანიძის ოთხ გოლსა და გურამ გოგიჩაიშვილის დუბლს, თემო კვირკველიამ და გიორგი აფციაურმა თითო ბურთი შეჰმატეს და პსპ-მ საბოლოოდ 8:1 იმარჯვა. „უნივერსიტეტელების“ რიგებიდან ერთადერთი გოლი ილია თოლორდავას სახელზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი აფციარური, პსპ: „კარგი თამაში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის მხრივ,  ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა გვაკლდა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება. მონდომებულები ვიყავით და ეს შედეგზეც აისახა. იმედია დანაკლისს მალე აღვიდგენთ და სრული შემადგენლობით ვიქნებით“

ფუტსალის ლიგა 2-ის მეათე ტური 28 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024