"უნივერსიტეტელებმა" გორთან სამი ქულა აიღეს!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გორს დაუპირისპირდა.
მატჩის პირველი ნახევარი კსუ-ს მინიმალური უპირატესობით წარიმართა. მეორე ტაიმის ერთწუთიან ინტერვალში „უნივერსიტეტელებმა“ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდეს, რამაც თამაშში გარდატეხა შეიტანა. გორმა შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო და კსუ-მ მეტოქე საბოლოოდ 5:1 დაამარცხა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკა მანგოშვილი, კსუ: „გორი თამაშიდან-თამაშამდე ვითარდება და მათთან სამი ქულის აღება იოლი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოთამაშეებიც ვართ კსუ-ში, ერთგუნდად ვართ შეკრული, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა. მიხარია, რომ დღევანდელ შეხვედრაში სადებიუტო გოლის გატანა შევძელი. დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით და ფინალში გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა.“
მეცხრე ტურის დასკვნით შეხვედრაში პსპ ევროპის უნივერსიტეტს დაუპირიპსირდება.