თბილისისა და ილიაუნის უხვგოლიანი გასვლა ქუთაისში!
ყველა სიახლექუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ილიაუნიმ ქუთაისის მართვესთან დიდი ანგარიშით 11:1 იმარჯვა. გიორგი კურტანიძემ „უნივერსიტეტელები“ მეთოთხმეტე წუთზე დააწინაურა, მეორე ტაიმში კი აქტივში ორი ბურთიც მიითვალა. გიორგი ახლანძემ და პაატა ლეჟავამ დუბლი გაიფორმეს. „ქუთათურების“ წინააღმდეგ გიგა მამულაშვილის, საბა მაჩიტიძის, მიქაელ იორამაშვილისა და გურამ ნადარეიშვილის ანგირშზე თითო გოლია.
მეცხრე ტურის სასტარტო მატჩიც უხვგოლიანი გამოდგა. თბილისმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ექვსბურთანი უპირატესბოთ, ანგარიშით 8:2 დაამარცხა. აველო კიკვაძემ და გიორგი თოლორდავამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმეს. დანარჩენი გოლები ზურაბ ვარდუაშვილის, კახა გოგოხიასა და ლაშა კუხიანიძის სახელზეა.
ფუტსალის ლიგის მეცხრე ტურის დასკვნით მატჩში 21 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები, თელასი და თსუ დაპურისპირდებიან.