ფუტსალის ეროვნული ნაკრები თბილისში 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ყველა სიახლე
07 მარტი 2017


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 15 და 16 მარტს თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

აღნიშნული შეხვედრისთვის ნაკრები მთლიანად საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იქნება ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე პსპ-დან. გამოძახებულთა შორის რამოდენიმე დებიუტანტია. შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯაბა ჯამბურია (ტატიშვილი), კარლო წვერავა (თელასი), ირაკლი გორგოშაძე (ბსუ). წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე, ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, ზურაბ ლუკავა, ბუთა კაკაბაძე, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი), კახა მაისაია, შოთა თოფურია (თელასი), გია ნიკვაშვილი, გია ნინოშვილი (აგორა), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი მამულაძე (ბსუ), დავით დარჩია (თბილისი)

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველო-თურქეთის ორივე დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 8-11 აპრილს, თბილისში, ევრო 2018-ის მეინ რაუნდის შეხვედრები გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისათვის საქართველო, იტალია, ჰოლანდია და ბელარუსი იბრძოლებენ. 

  © SBM, 2016-2024