თელასმა ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა!

ყველა სიახლე
08 თებერვალი 2020


ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეშვიდე ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა.

დასკვნით მატჩში თბილისმა ქუთაისის მართვეს დამაჯერებელი უპირატესობით სძლია. პირველი ტაიმი შედარებით დაძაბულად წარიმართა. გუნდებმა თითო გოლი მიითვალეს და მეორე ნახევარს ფრეზე შეხვდნენ. „ქუთათურებმა“ ოცდამეორე წუთზე წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ თბილისმა ექვსი უპასუხო გოლი გაიტანა და მეტოქეს საბოლოოდ 7:2 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ზურაბ ვარდუაშვილმა და კახა გოგოხიამ გაიფორმეს.

ტურის სხვა შეხვედრაში თელასი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. „ენერგეტიკოსებმა“ კარი მშრალად შეინახეს და „უნივერსიტეტელებთან“ 6:0 იმარჯვეს. ჯანო გიორგაიამ დუბლი შეასრულა, დანარჩენი გოლები ბორის ესებუას, გიორგი ტიკურიშვილის, გიორგი სოზაშვილისა და გეგა კოშაძის ანგარიშზეა.

მეშვიდე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა თელასმა დაიბრუნა, მას თსუ და ილიაუნი 15-15 ქულით მიჰყვებიან.

ფუტსალის ლიგის მერვე ტური 14 თებერვალს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024