2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება!

ყველა სიახლე
27 იანვარი 2020


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2022  წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

„ჯვაროსნები“ F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ავთანდილ ასათიანმა ეროვნული ნაკრების რიგებში 16 მოთამაშე გამოიძახა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (ჯორჯიანსი, თბილისი), დავით კეფაშვილი (თსუ, თბილისი)

მცველები: თალეს ფეიტოსა (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ჯორჯიანსი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მალხაზ მურცხვალაძე (სორო-კომპანია, უზბეკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), შოთა თოფურია (ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (დაროჟნიკი, ბელარუსი)

​თავდამსხმელები: ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანია, უზბეკეთი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ცრნიცა, ხორვატია), ფუმასა (აპოელი, კვიპროსი), ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პოლონეთი), ირაკლი თოდუა (აეკ ლარკანა, კვიპროსი).

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის გამარჯვებულები მომდევნო ეტაპზე პირდაპირ გადავლენ. ხოლო მეორე ადგილოსნები, საუკეთესო ხუთ მესამე პოზიციაზე მყოფ ნაკრებთან ერთად, საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში მოსახვედრად კიდევ ერთ ჯგუფურ ეტაპს გაივლიან.

თბილისში გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი ასეთია:

საქართველოს პირველი მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება, რომელთანაც აქამდე გამართულ შეხვედრებში ხუთიდან ხუთი მოგება გვაქვს.

საქართველოსა და გერმანიას შორის დაპირისპირება 29 იანვარს 19:00 საათზე დაიწყება. მაყურებელი თითოეული მატჩის პირდაპირ ეთერს პირველ არხზე იხილავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!

ფოტო: gff.ge

  © SBM, 2016-2024