ფუტსალის ლიგა სილკზე ბრუნდება!

ყველა სიახლე
24 იანვარი 2020


7 თებერვლიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტული სააგენტო SBM-ს და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, გულშემატკივარი ფუტსალის ლიგის მატჩების ხილვას სილკ სპორტის არხებზე კვლავ შეძლებს.

გარდა ტურის ცენტრალური შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციისა, მაყურებელი ყოველ ოთხშაბათს, 18:30 საათზე, სილკ უნივერსალის ეთერში, ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ყველა მატჩის მიმოხილვას სატელევიზიო გადაცემის ფორმატში იხილავს.

შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, როგორც ვებ გვერდ sbm.ge-ზე, ასევე ლიგის Facebook და Youtube არხზებზეც შეგიძლიათ.

  © SBM, 2016-2024