თსუ სატურნირო ცხრილის ლიდერს გაუთანაბრდა!

ყველა სიახლე
19 იანვარი 2020


ფუტსალის ლიგის მეექვსე ტურის დასკვნით მატჩში თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტი თბილისს დაუპირისპირდა და სამი ქულა მარტივად მოიპოვა.

შეხვედრის პირველ სამ წუთში „უნივერსიტეტელები“ ბორის ესებუამ ორი ბურთით დააწინაურა. ტაიმის მიწურულს უპირატესობა შაკო კაპანაძემ გაზარდა, რასაც მეორე ნახევარში ლუკა ჭუმბურიძის, გიორგი ჩიმაკაძისა და ლაშა ერქომაიშვილის გოლები მოჰყვა. თსუ-მ ოცდამეცხრამეტე წუთამდე კარი მშრალად შეინახა, თუმცა საფინალო სირენამდე აველო კიკვაძემ დუბლის გაფორმება მოასწრო და თბილისი საბოლოოდ 6:2 დამარცხდა.

მეექვსე ტურის მონაცემებით სატურნირო ცხრილს 15-15 ქულით თელასი და თსუ ლიდერობენ. ფუტსალის ლიგის მორიგი შეხვედრები სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება. მეშვიდე ტური 7 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და 8 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდება.

  © SBM, 2016-2024