EU-მ დაძაბულ დერბიში თსუ 2-ს სძლია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტური ევროპის უნივერსიტეტისა და თსუ 2-ის დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრით დასრულდა.
„საუნივერსიტეტო დერბის“ პირველი ნახევარი თსუ 2-ის ორბურთიანი უპირატესობით წარიმართა. მეორე ტაიმში EU-მ ჯერ ერთწუთიან ინტერვალში წონასწორობა აღადგინა, ოცდამეცხრამეტე წუთზე კი საბა ხაზალიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და ევროპის უნივერსიტეტმა საბოლოოდ 4:3 იმარჯვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
დავით ხეჩიკაშვილი, თსუ 2: „ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, შესაბამისად, ველოდით დაძაბულ თამაშს. რიცხვობრივად მეტნი ვიყავით და ვეცადეთ, რომ უპირატესობები გამოგვეყენებინა. ჩემი აზრით, თამაშის ხარისხით მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ყოველ წამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ, ეს ვერ გავითალისწინეთ. მოწინააღმდეგეს ვულოცავ ასეთ მატჩში გამარჯვებას.“
მიქაელ იორამაშვილი, EU: “პირველი თამაშის გათვალისწინებით, ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დავთმეთ, თუმცა არ მოვდუნებულვართ, ვიბრძოლეთ, ცოტა იღბალმაც შეგვიწყო ხელი და დაძაბულ მატჩში ვიმარჯვეთ.“
ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 7 თებერვალს გაიმართება.