კსუ-მ UG დამაჯერებლად დაამარცხა!

ყველა სიახლე
19 იანვარი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მეორე წრის სასტარტო შეხვედრები მიმდინარეობს.

მეექვსე ტური კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყო. კსუ-მ პირველი ნახევარი მინიმალური უპირატესობით ჩაამთავრა, თუმცა თამაშის განახლებიდან მალევე სხვაობა საგრძნობლად გაზარდა და მეტოქე საბოლოოდ 10:1 დაამარცხა. გამრჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი მერაბ ბოლოთაშვილის ანგარიშზეა, გიორგი ღავთაძემ, ნიკა გაბელაიამ და ვახტანგ მღებრიშვილმა კი დუბლი გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდეგ კომენტარს:

მერაბ ბოლოთაშვილი, კსუ: „პირველ ტაიმში შედარებით გაგვიჭირდა, რადგან რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, თუმცა შემდეგ ვიპოვეთ ჩვენი თამაში და დიდი უპირატესობაც მოვიპოვეთ. მოწინააღმდეგე გუნდს მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ.“

ტურის სხვა შეხვედრაში პსპ გორს დაუპირისპირდება, თსუ 2 კი ევროპის უნივერსიტეტს გაეჯიბრება.

  © SBM, 2016-2024