ბსუ-მ პირველი გამარჯვება მართვესთან მოიპოვა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეორე წრე ქუთაისის სპორტის სასახლეში „დასავლური დერბით“ დაიწყო. მეექვსე ტურის სასტარტო მატჩში ერთმანეთს მართვე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ.
დაძაბული შეხვედრის პირველ ნახევარში „ქუთათურები“ გიორგი გურეშიძემ ორი ბურთით დააწინაურა. თამაშის განახლების შემდეგ ალეკო ქაჯაიამ და გუგა ბუხგალცერმა წონასწორობა აღადგინეს. მასპინძლები მეორედ წინ გიორგი ხელაძის გოლით გავიდნენ, თუმცა უპირატესიბის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხეს. ანგარიში გიგა გიგაურმა გაათანაბრა და მატჩი გუნდების პირველი წრის შედეგით დასრულებასთან ახლოს იყო (3:3), თუმცა „უნივერსიტეტელებმა“ ბოლო წუთზე ავტოგოლით 4:3 იმარჯვეს და მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვეს.
მეექვსე ტურის სხვა შეხვედრები 19 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ილიაუნი თელასს დაუპირისპირდება, თსუ კი თბილისს გაეჯიბრება.