თელასი კვლავ უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
12 იანვარი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეხუთე ტურის დასკვნითი შეხვედრა თბილისსა და თელასს შორის გაიმართა.

„ენერგეტიკოსებმა“ პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინახეს და მინიმალური უპირატესობაც მოიპოვეს. მიუხედავად არსებული საკადრო პრობლემებისა თელასმა მეტოქე საბოლოოდ დამაჯერებლად დაამარცხა, ანაგარიშით 5:2. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი: „პირველი წრე ცოტა რთულად, მაგრამ მაინც კარგად დავასრულეთ. მაქსიმალური რაოდენობის ქულები მოვიპოვეთ, რაც სასიხარულოა. მეორე წრე ჩვენთვის რთული იქნება, რადგან ბევრი წამყვანი მოთამაშე წავიდა და ეს დანაკლისი უნდა შევივსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატის წარმატებით დასრულება გაგვიჭირდება. მალე სანაკრებო პაუზა გვექნება და იქ უკვე ყველა თამაშისთვის ასი პროცენტით უნდა მოვემზადოთ, რადგან ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და მხოლოდ ერთი გადის შემდეგ ეტაპზე.“

ფუტსალის ლიგის მეექვსე ტური 18 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყება.

  © SBM, 2016-2024