სტუდენტების წარმატებული გასვლა ქუთაისში!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის პირველი წრის დასკვნითმა შეხვედრებმა სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღო.
თსუ-სა და მასპინძელი მართვეს დაპირისპირებაში „უნივერსიტეტელებმა“ კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს დიდი ანგარიშით 11:0 სძლიეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორ-ორი გოლი დავით გეგეშიძემ,ლუკა ჭუმბურიძემ, გიორგი ჩიმაკაძემ და ლაშა ერქომაიშვილმა გაიტანეს.
მეხუთე ტური ილიაუნისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატჩით დაიწყო. „საუნივერსიტეტო დერბი“ ილიაუნის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ანგარიში მეოთხე წუთზე ნიკა გვაზავამ გახსნა და ტაიმის მიწურულს დუბლიც გაიფორმა. მეორე ნახევარში თეიმურაზ ექიზაშვილისა და პაატა ლეჟავას გოლსებს ბსუ-ს მხრიდან გუგა ბუხგალცერმა უპასუხა და ოცდამეცხრამეტე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.
ტურის დასკვნითი შეხვედრა თბილისსა და თელასს შორის 12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.