GFF AWARDS 2019-ზე ფუტსალის საუკეთესოები გამოავლინეს!

ყველა სიახლე
27 დეკემბერი 2019


27 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2019-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. მათ შორის, დასახელდნენ ფუტსალის საუკეთესო მწვრთვნელი და მოთამაშე, რომლებიც საქართველოს ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის მწვრთნელებმა და გუნდის კაპიტნებმა აირჩიეს.

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, თელასის მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს გადაეცა.

ფუტსალის საუკეთესო მოთამაშედ კი საქართველოს ნაკრებისა და ჩეხური „სვაროგის“ გუნდის წევრი არჩილ სებისკვერაძე დასახელდა.

წყარო: gff.ge

  © SBM, 2016-2024