თბილისმა მორიგი გამარჯვება ბსუ-სთან მოიპოვა!

ყველა სიახლე
27 დეკემბერი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახელში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარობს.

სასტარტო მატჩში ერთმანეთს თბილისი და ბათუმის სახელმწიფო უნივერისიტეტი დაუპირისპირდნენ. ბსუ მეექვსე წუთზე დაწინაურდა, თუმცა მას გიორგი ქურდაძემ დუბლით უპასუხა. მცდელობების მიუხედავად „უნივერსიტეტელები“ მეტოქეს ვეღარ დაეწივნენ და თბილისთან საბოლოოდ 6:3 დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორი ბურთია ბექა ონიანის ანგარიშზეც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ჯალაღონია, ბსუ: „ველოდით ასეთ თამაშს. დღეს ანგარიშზე აისახა გამოცდილებაში სხვაობა. ჩვენ შედარებით ახალგაზრდა გუნდი გვაყვს და ბევრ რაღაცაში გვიჭირს. გვქონდა შანსი, რომ გაგვეთანაბრებინა ანგარიში, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ შესაძლებლობა და შემდეგ მეტოქემ გვაჯობა თამაშითაც და ფიზიკურადაც.“

აველო კიკვაძე, თბილისი: „კარგი და დაძაბული თამაში გამოვიდა. სამი ქულის მოსაპოვებლად გამოვედით და შევძელით კიდეც გამარჯვება. ტემპი ზოგჯერ დაბალი იყო და ჩვენი თამაში არ წაგვივიდა, თუმცა მომენტები გამოვიყენეთ, რამაც ანგარიშში კომფორტული სხვაობა მოგვცა. გარკვეული შეცდომებიც დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ და სამი გოლი გავუშვით. პლეიოფში გვინდა გასვლა და ვცდილობთ თამაშიდან თამაშამდე დავიხვეწოთ.“

მეოთხე ტურის სხვა შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ლიდერები, თელასი და თსუ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. დასკვნით მატჩში კი ილიაუნი ქუთაისის მართვეს უმასპინძლებს.

  © SBM, 2016-2024