პსპ-ს მოგებათა სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
20 დეკემბერი 2019


ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეოზნის მესამე ტური თსუ 2-სა და პსპ-ს დაპირისპირებით დასრულდა.

„ფარმაცევტებმა“ ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. ლაშა სიგუნავამ ოცდამეათე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა პსპ-მ საფინალო სასტვენამდე კიდევ ორი გოლი გაიტანა და „უნივერსიტეტელები“ საბოლოოდ 4:1 დაამარცხა. პსპ-მ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ხეჩიკაშვილი, თსუ 2: “ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია. მაქსიმალურად შევეცადეთ მწვრთნელის დავალებები გაგვეთვალისწინებინა და თამაშის განმავლობაში მისი მითითებები სისრულეში მოგვეყვანა, თუმცა მაინც დავმარცხდით და კარგი გაკვეთილიც მივიღეთ. ვულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.“

ნიკოლოზ კოპლატაძე, პსპ: „საინტერესო თამაში იყო და მეტ-ნაკლებად დაძაბულიც გამოვიდა. ვფიქრობ, უფრო გამოცდილების ხარჯზე ვიმარჯვეთ, რადგან თსუ 2 ახალი მოთამაშეებისგან არის დააკომპლექტებული. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და ეს იყო ჩვენი პირველ ნომრად თამაშის მიზეზი. შესაბამისად, მეტი მომენტიც შევქმენით, რომლებიც შემდგომ გამოვიყენეთ.“

ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტური 29 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024