ევროპის უნივერსიტეტის პირველი სამი ქულა!

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველ ნახევარში UG-მ ანაგარიშის გათანაბრება ორჯერ მოახერხა, თუმცა EU ტაიმის მიწურულს დაწინაურდა და შემდეგ დიდი უპირატესობაც მოიპოვა. „საუნივერსიტეტო დერბი“ საბოლოოდ EU-ს სასარგებლოდ 11:5 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან  ორ-ორი ბურთია გიორგი სვანიძის, დავით პონომარიოვის, ნიკა მანგოშვილისა და ალეკო დოლაშვილის ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკა მანგოშვილი, EU: "მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული იყო. ორჯერ გათანაბრდა ანგარიში, მაგრამ ტაიმის მიწურულს მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხეთ, რამაც შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა და თამაშის ბედიც გადაწყვიტა. შემდეგ უკვე ფიზიკურად ვაჯობეთ მეტოქეს და ეს დაგვეხმარა ამხელა უპირატესობის მოპოვებაში. ბოლოს ცოტა მოვეშვით, რის გამოც ჩვენს კარშიც მივიღეთ გოლები. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ."

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები 20 დეკემბერს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024