პსპ ლიგა 2-ში სატურნირო ცხრილს ლიდერობს!

ყველა სიახლე
13 დეკემბერი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე ლიგა 2-ს მეორე ტურის შეხვედრით დასრულდა.

ერთმანეთს პსპ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „ფარმაცევტებმა“ მატჩი საკუთარი უპირატესობით წარმართეს და მეტოქე საბოლოოდ 5:1 დაამარცხეს. პსპ-ს რიგებიდან ჰეთრიკი ლევან სვანიძემ გაიფორმა. ერთი ბურთის გაქვითვა „უნივერსიტეტელების“ მხრიდან გარი წერეთელმა ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შეძლო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გარი წერეთელი, კსუ: „პირველ მეტოქესთან შედარებით პსპ ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგე გამოდგა. დიდი ხანია ეს ბიჭები ერთ გუნდში არიან, რაც მათ თამაშს ეტყობა. ჩვენ უფრო დებიუტანტები ვართ და გამოცდილებამაც თავისი როლი ითამაშა, ვვარჯიშობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავიზარდოთ.“

გიორგი ემუხვარი, პსპ: „მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ სეზონში მეორე შეხვედრაშიც გავიმარჯვეთ, ორივეგან ბრძოლა იყო. კსუ ძალიან კარგი გუნდია და რითაც მოვუგეთ, ეს ალბათ გამოცდილებაა. რაღაც მომენტებში ჩვენ უფრო გაგვიმართლა. ვფიქრობ, რომ ერთი დონის გუნდები ვართ და ფუტსალის პრინციპია, ვინც მეტ ენერგიას დახარჯავს, ის იგებს. შესაბამისად, დღეს ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის.“

ფუტსალის ლიგა 2-ს მეორე ტური 15 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის შეხვედრით დასრულდება.

  © SBM, 2016-2024