"დასავლური დერბი" ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ადგილობრივ მართვეს შორის გაიმართა.
დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. მეთერთმეტე წუთზე ბსუ-მ ანგარიშის გახსნა ექვსმეტრიანი საჯრიმო დარტყმით მოახერხა. პირველ ტაიმში „უნივერსიტეტელებმა“ უპირატესობა ორამდე გაზარდეს, თუმცა თამაშის განხლების შემდეგ „ქუთათურებმა“ წონასწორობა აღადგინეს. გიორგი მამულაძის დუბლს, მართვეს რიგებიდან, ორი გოლით ბაკურ გულუამ უპასუხა. თითო ბურთია დავით ჯალაღონიასა (ბსუ) და გიორგი ბალანჩივაძის (მართვე) ანგარიშზე. ბოლო წამებზე ბსუ-მ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და „დასავლური დერბი“ ფრედ დასრულდა.
ფუტსალის ლიგის მეორე ტურის მატჩები 13 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. თბილისი ქუთაისის მართვეს უმასპინძლებს, ილიაუნი თსუ-ს შეხვდება, ხოლო თელასი ბსუ-ს დაუპირისპირდება.