პსპ-ს იოლი სტარტი ფუტსალის ლიგა 2-ში!

ყველა სიახლე
06 დეკემბერი 2019


ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის პირველი ტურის დასკვნით მატჩში პსპ დებიუტანტ გორს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 10:1 იმარჯვა.

ლევან სვანიძემ პირველივე ტაიმში მოახერხა დუბლის გაფორმება. მატჩის მეორე ნახევარს „ფარმაცევტები“ ოთხბურთიანი უპირატესობით შეხვდნენ. მოწინააღმდეგის მხრიდან ერთადერთი ბურთის გაქვითვა ნიკა ოქროპირიძემ შეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი გიორგი აფციაურის, ორი კი სერგი მაჭარაშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ: „გასულ სეზონში იმაზე მეტი ამბიცია გვქონდა, ვიდრე მიღწეული შედეგი იყო, ამიტომ წელს ჩვენი გუნდი უფრო მოტივირებულია. დღევანდელი მეტოქე ლიგაში დებიუტანტია და მათ თამაშს არ ვიცნობდით. ფიზიკურად კარგ კონდიციაში იყვნენ და იბრძოდნენ, თუმცა მოვინდომეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ."

ფუტსალის ლიგა 2-ის მომდევნო ტური 13 დეკემბერს გაიმრთება.

  © SBM, 2016-2024