მოქმედმა ჩემპიონმა დებიუტანტი დაამარცხა!

ყველა სიახლე
06 დეკემბერი 2019


ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თელასი, ლიგის დებიუტანტ ილიაუნის დაუპირისპირდა.

„ენერგეტიკოსებმა“ სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. თამაშის დასრულებამდე კი კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. „უნივერსიტეტელებმა“ საფინალო სირენამდე მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და თელასთან ანგარიშით 4:1 დამარცხდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ომარ ასაშვილი, ილიაუნი: „პირველ რიგში, ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას, მოწინააღმდეგე გუნდს კი გამარჯვებას. შარშანდელი ჩემპიონები არიან და ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ფავორიტებმა დაამტკიცეს თავიანთი უპირატესობა.უმაღლეს ლიგაში დებიუტანტები ვართ. ჯერ ყველაფერი წინაა, თანდათან გამოცდილებაც შეგვემატება და უკეთესი გუნდი გავხდებით. ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ.“

ირაკლი თოდუა, თელასი: „პირველი მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტ გუნდს შევხვდით, მაინც რთულია. დაძაბული თამაში გამოდგა. ილიაუნის რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავს და ახალგაზრდა ბიჭებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს და ჩემპიონატში ერთ-ერთი ფავორიტია. რაც შეგვეხება ჩვენ, ნაკრების წევრებით ვართ დაკომპლექტებული და მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა. რაც მთავარია, პირველი სამი ქულა ავიღეთ და აწი ეტაპობრივად ვეცდებით, რომ ყველა ტურში თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ.“

ფუტსალის ლიგის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა 7 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ადგილობრივი მართვე დაუპირისპირდებიან.

  © SBM, 2016-2024