„ჯვაროსნები“ ბელგიასთან მეორე შეხვედრაში ფრეს დასჯერდნენ!

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2019


საქართველოსა და ბელგიის ფუტსალის ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური დაპირისპირება 1:1 დასრულდა. "ჯვაროსნების" დაწინაურება მეცხრე წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ შოთა თოფურიას შედეგიანი გადაცემით შეძლო. მასპინძლებმა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინეს და ქართველები ბელგიასთან წლის ბოლო შეხვედრაში ფრეზე გაიყარნენ.

ეროვნული ნაკრები ბელგიის ქალაქ ჰერენტალსში შემდეგი შემადგენლობთ გაემგზავრა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)
 
​მცველები: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), მიხეილ თევზაძე (თელასი, თბილისი), ბექა ბექაური (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი)
 
​ნახევარმცველები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვული (თელასი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი)
 
​თავდამსხმელები: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), გიორგი სილაგავა (რედ დრაგონსი, პოლონეთი), არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი).
 

შეგახსენებთ, რომ ამხანაგური მატჩები ​ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად გაიმართა, სადაც საქართველო F ჯგუფში გერმანიას, კოსოვოსა და ავსტრიასთან ერთად იასპარეზებს. მატჩები 29 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

ფოტო: gff.ge

  © SBM, 2016-2024