საქართველომ ბელგიასთან პირველ ამხანაგურ მატჩში იმარჯვა!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს ბელგიასთან მართავს.
საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ბელგიის ქალაქი ჰერენტალსი მასპინძოლბს. ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაწყებული დაპირისპირება „ჯვაროსნების“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ქართველთა რიგებიდან ჰეთრიკი არჩილ სებისკვერაძემ გაიფორმა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ფინალურ სასტვენამდე სამი წამით ადრე კი ზვიად კუპატაძემ უპირატესობა სამამდე გაზარდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ბელგიასთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას 3 დეკემბერს, ადგილობრივი დროით კვლავ 20:30 საათზე გამართავს.
საქართველოს ნაკრების 14 კაციანი შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)
მცველები: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), მიხეილ თევზაძე (თელასი, თბილისი), ბექა ბექაური (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვული (თელასი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი)
თავდამსხმელები: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), გიორგი სილაგავა (რედ დრაგონსი, პოლონეთი), არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი).
ფოტო: gff.ge