ჯვაროსნებმა ესპანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს!

ყველა სიახლე
25 ოქტომბერი 2019


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ზიელონა გორაში მეინ-რაუნდის მეორე მატჩი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილოსან ესპანეთთან გამართა და მინამალური სხვაობით დამარცხდა.

პირველ ნახევარში ესპანელებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. თამაშის განახლების შემდეგ კი, უპირატესობა ორამდე გაზარდეს, თუმცა არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ ორწუთიან ინტერვალში წონასწორობა აღადგინეს. სამწუხაროდ, ჯვაროსნებმა ანგარიშის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხეს და ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან ერთბურთიანი სხვაობით, 3:2 დავმარცხდით.

არსებული მდგომარეობით, ესპანეთი ჯგუფში მოწინავეა, საქართველო კი, მეორე პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ელიტ რაუნდში პირველი ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები იასპარეზებენ.

მეინ-რაუნდის დასკვნით შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინეთთან 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს.

ფოტო: gff.ge

  © SBM, 2016-2019