ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრძოლას იწყებს!

ყველა სიახლე
22 ოქტომბერი 2019


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ფიფას 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებს გამართავს.

ქართველებთან ერთად, პირველ ჯგუფში, ელიტ რაუნდში გადასასვლელად მასპინძელი პოლონეთი, ფინეთი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი იბრძოლებენ. თამაშები 24-27 ოქტომბერს გაიმართება და მომდევნო ეტაპის საგზურს ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა აქამდე მოსასვლელად შესარჩევი ეტაპი, რომლის მასპინძელიც თბილისის ოლიმპიური სასახლე იყო, წარმატებით განვლო. ქართველებმა გერმანიასთან, დანიასთან და ისრაელთან დამაჯერებელად იმარჯვეს და ჯგუფში მაქსიმალური, ცხრა ქულა მოიპოვეს.

მეინ რაუნდისთვის მოსამზადებლად ჯვაროსნებმა ლიეტუვასთან ორ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლეს, გასვლით შეხვედრებში კი, ძალები უკრაინასთან და რუმინეთთან მოსინჯეს.

პირველ შეხვედრაში საქართველო პოლონეთს 24 ოქტომბერს 22:00 საათზე დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე, თორნიკე ბუკია, ალექსანდრე ჯამბურია

მცველები: შოთა თოფურია, რონინიო, ვახტანგ ჯვარაშვილი, თალესი, ფუმასა

თავდამსხმელები: სიმი საიოტი, ჯანო გიორგაია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ნუკრი ჭუმბურიძე, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, გია ნიკვაშვილი.

ფოტო: gff.ge

  © SBM, 2016-2024