„ენერგეტიკოსებმა“ ჯგუფის ფავორიტთან ქულები დაკარგეს!

ყველა სიახლე
10 ოქტომბერი 2019


თელასი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდის მეორე სათამაშო დღეს იტალიის წარმომადგენელ „პეზაროს“ დაუპირისპირდა და ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

იტალიელებმა პირველ ტაიმში სამი გოლის გატანა მოახერხეს და საგრძნობლად დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება „პეზარომ“ მატჩის ბოლომდე შეძლო. საქართველოს ჩემპიონის მიერ ოცდამეათე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლი ნიკოლოზ კურტანიძის ანგარიშზეა. შეხვედრა საბოლოოდ 5:1 დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა მარცხი ჯგუფის ფავორიტთან იწვნია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

შოთა თოფურია, თელასი: „პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ ძალიან ძლიერ გუნდათ ვითამაშეთ. მეტოქე იტალიის ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მათ რიგებში მსფოლიოს ჩემპიონებიც არიან, მათ შორის ლეგიონერებიც. მაქსიმალურად ვეცადეთ, ღირსეული წინააღმდეგობა გაგვეწია. დღევანდელ შედეგზე დიდი გავლენა იქონია მიღებულმა სწრაფმა გოლებმა. ასევე, დაღლილობაც გვეტყობოდა - გუშინდელ შეხვედრაში საკმაოდ დიდი ძალები დავხარჯეთ. რაც შეეხება დასკვნით მეტოქეს, გერმანიის ჩემპიონთან სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.“

„ენერგეტიკოსები“ მეინ რაუნდის ბოლო მატჩს გერმანულ „უეილიმდორფთან“ 12 ოქტომბერს საქართველოს დროით 16:00 საათზე გამართავენ.

  © SBM, 2016-2024