საქართველოს ჩემპიონის წარმატება ევროტურნირზე!

ყველა სიახლე
31 აგვისტო 2019


თელასმა პრელიმინარების დასკვნით მატჩში მასპინძელ „ვარნა სიტისაც“ მოუგო და ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ენერგეტიკოსებმა“  ბულგარეთის ჩემპიონთან დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვეს და 6 ქულით H ჯგუფში ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულეს. მატჩის პირველ ნახევარში ზურაბ ლუკავამ და კახა მაისაიამ ორჯერ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მასპინძლებმა ოცდამეცამეტე წუთზე კიდევ ერთხელ შეძლეს თელასის კარის აღება, თუმცა ნუკრი ჭუმბურიძისა და ირაკლი თოდუას გოლებით საქართველოს ჩემპიონმა „ვარნა სიტისთან“ საბოლოოდ 4:3 იმარჯვა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ რაუნდის მერვე ჯგუფში ითამაშებს, სადაც მას იტალიური „პეზარო“ და შვედური „უდევალა“ ელის. ასევე, მათთან ერთად ელიტ რაუნდისთვის პრელიმინარების E ჯგუფის პირველადგილოსანი, გერმანიის წარმომადგენელი "ვეილიმდორფიც" იბრძოლებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპი 8-13 ოქტომბერს გაიმართება.

  © SBM, 2016-2019