საჩემპიონო სერიის მესამე მატჩის წინ!

ყველა სიახლე
19 ივნისი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის საჩემპიონო სერიაში დაძაბულობამ კიდევ უფრო მოიმატა. თელასმა ფინალში ანგარიში გაათანაბრა და ახლა ორივე გუნდს ტიტულის მოპოვების თანაბარი შანსი აქვს. გუნდების მოტივაცია დიდია - TMC-ის ზედიზედ მეორედ შეუძლია საქართველოს ჩემპიონობა, რაც აქამდე ჯერ არ მომხდარა. თელასი კი გასული სეზონის ნახევარფინალში დათმობილი სტატუსის დაბრუნებას ცდილობს. თბილისის ოლიმპიური სასახლე პირველი ადგილისთვის გასამართ მესამე შეხვედრას 21 ივნისს უმასპინძლებს, სადაც გულშემატკივარი კვლავ სანახაობრივ თამაშს ელის. 
 
19:00 საათი / თელასი vs TMC თბილისი
 
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, გუნდების ბოლო დაპირისპირება ძირითად დროში დასრულდა -  იმავე ანგარიშით 2:1, თუმცა, ამჯერად თელასის გამარჯვებით. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და გუნდებს ახლა განსაკუთრებული მობილიზება მართებთ, რადგან პარასკევს გამარჯვებულ გუნდს ერთი მოგებაღა დარჩება ჩემპიონობამდე. „ენერგეტიკოსების“ მოთამაშეს, ჯანო გიორგაიას პლეი-ოფებიდან მოყოლებული ორი ყვითელი ბარათი უკვე აქვს და თუ ამ შეხვედრაშიც მიიღებს გაფრთხილებას, შემდეგი მატჩის გამოტოვება მოუწევს. TMC-ის რიგებიდან ამავე მდგომარეობაშია თემურ ექიზაშვილიც. 
 
თელასისა და TMC თბილისის მესამე დაპირისპირების პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს სილკ HD 1-ზე შეეძლება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!
  © SBM, 2016-2024