ალექსანდრე ძაბირაძე: "ამით არაფერი არ მთავრდება"
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში საჩემპიონო სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს თელასი და TMC თბილისი დაუპირსპირდა. დაძაბული და სანახაობრივი თამაშის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. მატჩის პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო, გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს და მეორე ნახევარს გოლის გარეშე შეხვდნენ. თამაშის განახლებიდან ხუთ წუთში გიორგი სოზაშვილმა „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა. ვახტანგ კეკელიამ ჯერ წონასწორობა აღადგინა, დამატებით დროში კი დუბლი გაიფორმა და „მედიკოსები“ წინ გაიყვანა. საბოლოოდ TMC თბილისმა ფინალის პირველ შეხვედრაში 2:1 იმარჯვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ავთანდილ ასათიანი, თელასი: „როგორც ფინალს ეკადრება, ისეთი დაძაბული თამაში იყო. ფიზიკურად ცოტა შესუსტებულები ვართ, გვაკლდა მოთამაშეები. რადგან სამ მოგებამდე გრძელდება ჩემპიონობისთვის ბრძოლა, ვფიქრობ, ამით არაფერია დაკარგული. შემდეგი თამაშისთვის აუცილებლად უნდა მოვბილიზდეთ."
კახა მაისაია, თელასი: „ერთმანეთს ორი სავსებით თანაბარი გუნდი შევხვდით. ყველა თამაშში აბსოლიტური უპირატესობა არც ერთს არ გვექნება. ერთი ბურთით ვიგებდით და გვქონდა რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყნეთ, რისთვისაც დავისაჯეთ. თამაშის ბედი სწორედ ამ მონაკვეთმა გადაწყვიტა. ასეთ შეხვედრებში ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული. ვეცდებით ყველა შეცდომა გამოვასწოროთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ.“
ალექსანდრე ძაბირაძე, TMC თბილისი: “ჩვენსა და თელასს შორის გამართული თამაშები ყოველთვის ასეთი დაძაბული და ინტრიგებით სავსეა, განურჩევლად იმისა, ჩემპიონატის რა ეტაპზე ვხვდებით მას. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს დღევანდელი გამარჯვებისთვის. გულშემატკივარს და ჩემს გუნდს სერიაში პირველ მოგებას ვულოცავ. რაც შეეხება თამაშს, ეს ფუტსალია და ყოველ წუთს მომენტები იცვლება. ამით არაფერი არ მთავრდება. ახლა მთავარია დავისვენოთ და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ.“
გუნდებს შორის სერიის მეორე დაპირისპირება 14 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.