საჩემპიონო სერია TMC-ის გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
06 ივნისი 2019


თელასმა და TMC თბილისმა ფუტსალის ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად პირველი ბრძოლა გამართეს. მატჩი თავიდანვე დაძაბულად დაიწყო. გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლეს და  მეორე ტაიმს გატანილი გოლის გარეშე შეხვდნენ. ოცდამეხუთე წუთზე გიორგი სოზაშვილმა „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა. მას შემდეგ, თამაშის ტემპმა კიდევ უფრო იმატა. ვახტანგ კეკელიამ ჯერ წონასწორობა აღადგინა, დამატებით დროში კი დუბლი გაიფორმა და „მედიკოსები“ წინ გაიყვანა. ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და საბოლოოდ TMC თბილისმა პირველ შეხვედრაში 2:1 იმარჯვა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შმედგომ კომენტარს:

გიორგი სილაგავა, TMC თბილისი: "პირველ რიგში, მინდა მოწინააღმდეგე გუნდს კარგი თამაშისთვის მადლობა გადავუხადო. ამ შეხვედრისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. ისეთივე რთული მატჩი გამოვიდა, როგორსაც ველოდით. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ბევრი მომენტი გვქონდა. გადამწყვეტი როლი ჩვენმა ფიზიკურმა კონდიციებმა ითამაშა. გვინდოდა დამატებითი დროისთვის მზად ვყოფილიყავით და ამისთვის გამიზნულად ვვარჯიშობდით. პირველი ფინალი იყო და ეს შედეგი ბევრს არაფერს წყვეტს. მომავალ მატჩებში შევეცებით უკეთესად ვითამაშოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ."

მეორე ფინალური შეხვედრა თელასსა და TMC თბილისს შორის 14 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიართება.

  © SBM, 2016-2024