თსუ სერიაში დაწინაურდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის ფინალურმა მატჩებმა აიღო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ქუთაისის მართვემ მესამე ადგილისთვის ბრძოლა დაიწყეს. პირველი ტაიმი თსუ-ს ორბურთიანი უპირატესობით წარიმართა. თამაშის განახლებიდან მეორე წუთზე კი „უნივრსიტეტელებმა“ სხვაობა სამამდე გაზარდეს. „ქუთათურებმა“ ბევრი მცდელობის მიუხედავად მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს და მატჩი საბოლოოდ 4:1 თსუ-ს სასარგებლოდ დასრულდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თამაზ გოგსაძე, მართვე: „პირველ რიგში, თსუ-ს მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ბოლო თამაშის შემდეგ ძალიან დიდი პაუზა გამოგვივიდა, რის გამოც სათამაშო ფორმიდან ცოტა ამოვვარდით. ეს შედეგიც დიდწილად ამით იყო განპირობებული. ბევრი მომენტის გამოყენება ვერ შევძელით. შემდეგ შეხვედრამდე ამ ყველაფრის გამოსწორებაზე ვიმუშავებთ და ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ.“
ნიკოლოზ ფხაკაძე, თსუ: „ანგარიშის მიუხედავად საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა, რისთვისაც მოწინააღმდეგეს მადლობას ვუხდი. ჩვენთვის საპრიზო ადგილის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველანაირად მობილიზებულები ვიქნებით. დღეს, მეტოქისგან განსხვავებით, მეტი მომენტის რეალიზება მოვახერხეთ, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა. მეორე შეხვედრა, რომელიც ქუთაისში გაიმართება, ძალიან საინტერესო იქნება. იქ გულშემატკივარიც ყოველთვის სასიამოვნო გარემოს ქმნის, რაც ყველაფერს უფრო მეტ ხიბლს სძენს.“
შეგახსენებთ, რომ სერია ორ მოგებამდე გრძლედება. გუნდები მეორე შეხვედრას 15 ივნისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართავენ.