ფუტსალის ლიგაში დასკვნითი მატჩები იწყება!
ყველა სიახლე6 ივნისს, რთული და სანახაობრივი ნახევარფინალური სერიის დრამატული დასასრულის შემდეგ, თელასი და TMC თბილისი ფუტსალის ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად გადამწყვეტ ბრძოლას დაიწყებენ. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს თსუ და ქუთაისის მართვე შეხვდებიან.
რეგულარული სეზონიდან მოყოლებული მაყურებელმა ბევრი დაძაბული მატჩი იხილა. სეზონის დასკვნით ეტაპზე კი, ორივე წყვილს გარკვეული ხბილი აქვს - TMC საქართველოს საუკეთესო გუნდის წოდებას ექს-ჩემპიონთან დაიცავს, ხოლო თსუ-ს „მართვესთან“ ერთადერთი მოგება აქვს, ისიც თასზე და პენალტების სერიაში.
19:00 საათი / თსუ vs მართვე (ქუთაისი) / შეხვ. მე-3 ადილისთვის
მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების ურთიერთშეხვედრებში „ქუთათურები“ ლიდერობენ. პირველი ფრეს შემდეგ, რომელიც 4:4 დასრულდა, მათ მოწინააღმდეგე მინიმალური სხვაობით, 4:3 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ „უნივერსიტეტელებმა“ ფუტსალის ლიგის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე სწორედ „მართვე“ გამოთიშეს და საბოლოოდ გათამაშების გამარჯვებულიც გახდნენ, მათთვის მაინც უხერხულ მეტოქედ ითვლება. „იმერლებს“ შანსი ეძლევათ პლეი-ოფში სადებიუტო სეზონი მედლით დაამთავრონ, თუმცა თსუ-ც თავის მხრივ საპრიზო ადგილისთვის ძალებს არ დაიშურებს.
21:00 საათი / თელასი vs TMC თბილისი / ფინალი
რეგულარული სეზონის გამარჯვებულ თელასს, მიმდინარე სეზონში ერთადერთი წაგება აქვს და ისიც TMC თბილისთან. პირველ შეხვედრაში 3:1 მარცხის შემდეგ „ენერგეტიკოსებმა“ რევანში აიღეს და TMC 5:3 დაამარცხეს. „მედიკოსებს“ ფინალამდე შედარებით რთული ბრძოლის გადატანა მოუწიათ, მათ თსუ-ს სერიაში 3:1 სძლიეს, თუმცა ბოლო შეხვედრაში მატჩის ბედი თამაშის დამთავრებამდე ოთხი წამით ადრე გადაწყდა. TMC-ს ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვება, თელასს კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდების დაბრუნება შეუძლია. დღეს რომელიმე მათგანი პირველ ფინალურ შეხვედრაში თავისი მიზნისთვის ბრძოლაში დაწინაურდება.
ნახევარფინალის პირველი შეხვედრის ლაივი ხელმისაწვდომი sbm.ge-ზე იქნება. ფინალური სერიის სასტარტო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი მაყურებელი სილკ HD 1-ზე იხილავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!