ფუტსალის ლიგა 2-ს პირველ ნახევარფინალში თსუ 2 დაწინაურდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ფუტსალის ლიგა 2-ს ნახევარფინალურმა სერიებმა აიღო. ერთმანეთს თსუ 2 და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუპირსპირდნენ. დაძაბული შეხვედრის პირველმა ნახევარმა გოლის გარეშე ჩაიარა. სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე თეიმურაზ ჯაფარიძემ თსუ-ს დაწინაურება მოახერხა. გიორგი ვეშაპიძემ კი უპირატესობა ორამდე გაზარდა. „საუნივერსიტეტო დერბი“ თსუ 2-ს გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას გუნდები 10 მაისს გამართავენ.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკა გაბელია, კსუ: „როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული თამაში გამოვიდა. ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით დავმარცხდით. ეს შედეგი ალბათ უფრო ჩვენმა უიღბლობამ გაოიწვია. ჯერ არაფერი დასრულებულა. მეორე მატჩი წინაა და აქცენტს გუნდურ თამაშზე გავაკეთებთ. კარგი მეტოქე გვყავს, გამარჯვებას ვულოცავ. უკეთ მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალის საგზური მოვიპოვოთ.
გიორგი ღავთაძე, თსუ 2: „ეს პირველი ნახევარფინალი იყო და ამით არაფერია გადაწყვეტილი. თანაბარი თამაში იყო. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეს რამეში ვაჯობეთ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მხოლოდ მატჩის მიწურულს შევძელით უპირატესობის მოპოვება. მეორე შეხვედრაში მეტ ბრძოლას ვაპირებთ. უფრო მოტივირებულები ვიქნებით და ფინალისთვის თავს არ დავზოგავთ.“
ფუტსალის ლიგაში მეორე ნახევარფინალური შეხვედრები თსუ-სა და TMC თბილისის დაპირისპირებით იწყება. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში „უნივერსიტეტელებმა“ გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვეს (2:1).
დღეს ასევე გაიმართება ფუტსალის ლიგა 2-ს პლეი-ოფის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ილიაუნი და პსპ გაეჯიბრებიან.