თელასის იოლი სტარტი პლეი-ოფში!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის პირველი ნახევარფინალების დასკვნითი მატჩი ვიცე-ჩემპიონ თელასსა და პლეი-ოფში დებიუტანტ ქუთაისის მართვეს შორის შედგა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში „ენერგეტიკოსების“ სასარგებლოდ დასრულდა - 5:0. დიდ უპირატესობასთან ერთად თელასმა კარიც მშრალად შეინახა. გამრჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გატანილი გოლით ამირან ცხომარია გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გურამ ხაჭაპურიძე, მართვე: „მოწინააღდეგე გუნდს ნახევარფინალების სერიაში პირველ გამარჯვებას ვულოცავ. თითქმის ყველა გოლი ჩვენი შეცდომების გამო გაგვივიდა. რა თქმა უნდა, თელასს არ ვუკარგავ პროფესიონალიზმს. ქუთაისში სულ სხვა თამაში იქნება და ჩვენი ქომაების წინ, ვფიქრობ, მატჩი განსხვავებული სცენარით წარიმართება.“
ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი: „მართვე ნამდვილად კარგი გუნდია და ისინი იმსახურებენ ნახევარფინალში ყოფნას. ჩვენი მთავარი მიზანი იყო გამარჯვება. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ყველა თამაშზე მობილიზებულები გავალთ - მწინააღმდეგეს ყოველთვის დავაფასებთ. ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ სამ მატჩი მოვიპოვებთ ფინალის საგზურს. ქუთაისის მასპინძლობის შესახებ ვიცით და ოთხ მაისს ურთულეს დაპირისპირებას ველით, რითაც იმედია მოსული გულშემატკივარი ისიამოვნებს.“
თელასი „მართვეს“ წყვილის მეორე შეხვედრას ქუთაისის სპორტის სასახლე 4 მაისს უმასპინძლებს.