პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება თელასის გამარჯვებით დასრულდა!

ყველა სიახლე
19 აპრილი 2019


 ფუტსალის ლიგის  თასის ოთხივე  ნახევარფინალისტი ცნობილია. ¼ ფინალური სერიის  ბოლო შეხვედრაში  თელასმა პრინციპული მეტოქე TMC თბილისი დამაჯერებელად  ანგარიშით 5:1 დაამარცხა და ლიგის  თასის ნახევარფინალში პსპ-ს დაუპირისპირდება."ენერგეტიკოსებმა" შეხვედრაში უპირატესობის  მოპოვება  საწყის  წუთებში ამირან ცხომარიას  გოლით  შეძლეს, მალევე  კი სხვაობა ნუკრი ჭუმბურიძემ ორამდე გაზარდა, "მედიკოსებმა" შეხვედრის მეორე  ნახევარში ანგარიშის  შემცირება მეტოქის  შეცდომის შედეგად  შეძლეს  და  წონასწორობის აღდგენის შანსიც  რამდენჯერმე  ჰქონდათ, თუმცა მომენტების  გოლად  რეალიზება  ვერ  მოახერხეს. 5/4  შეტევისას თელასმა  მეტოქის  ცარიელი კარით ისარგებლა და ტაბლოზე  სასურველი ანგარიშის დაფიქსირება შეძლო.  შეხვედრაში ჰეთრიკი  ამირან ცხომარიამ შეასრულა თითო გოლი კი  კახა მაისაიასა და ნუკრი ჭუმბურიძის ანგარიშზეა.

ამირან ცხომარია, თელასი: „ დაძაბული მატჩი იყო, TMC თბილისი რთული და  უხერხული მეტოქეა ნებისმიერი გუნდისთვის, მოხარული ვარ, რომ მოწინააღმდეგე დამაჯერებელი ანგარიშის სხვაობით დავამარცხეთ, მწვრთნელის  დავალებები ზუსტად შევასრულეთ და დასახულ მიზანს  მივაღწიეთ.  შემდეგ ეტაპზე ჩვენი მეტოქე პსპ-ა,რომელიც სტაბილური გუნდია კარგი მწვრთნელით, დარწმუნებული ვარ  მარტივი მატჩი არ  იქნება, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, პირველად იმართება აღნიშნული თასის გათამაშება  და  იმედია  სასურველ შედეგს მივაღწევთ.“ 

ლიგის  თასი ნახევარფინალურ შეხვედრაში  ილიაუნი თსუ-ს, თელასი კი პსპ-ს დაუპირისპირდება.ნახევარფინალური მატჩები 17 მაისს გაიმართება.

 

  © SBM, 2016-2024