პსპ-მ თსუ 2-ის ბარიერი მარტივად დაძლია!

ყველა სიახლე
19 აპრილი 2019


პსპ ფუტსალის ლიგის თასის ნახევარფინალშია. „ფარმაცევტებმა“ თსუ 2 დამაჯერებელი ანგარიშის  სხვაობით  8:1 დაამარცხა და ნახევარფინალურ ეტაპზე მათი მეტოქე  თელასსა და TMC თბილისს შორის  გამარჯვებული იქნება.

პსპ-ს რიგებიდან დუბლი ლევან სარდანაშვილის ანგარიშზეა, თითოჯერ კი გური გოგიჩაიშვილმა,ნიკოლოზ კოპლატაძემ, გიორგი აფციაურმა, ზუკა გარსევანიშვილმა, ირაკლი ბურჭულაძემ  და ლევან კუჭაშვილმა გაიტანეს.

ლევან სარდანაშვილი, პსპ:  მეტოქე  ძალიან  გამოცდილი გუნდია, პროფესიონალურ ფუტსალში ჩვენზე  მეტი გამოცდილება აქვს.  შესაბამისად  ორმაგად  სასიხარულოა, როდესაც ასეთ სერიოზულ მეტოქესთან აღწევ გამარჯვებას. რაც შეეხება  ჩვენს  გუნდს, დღევანდელ თამაშში ის გადმოვიტანეთ  მოედანზე  რასაც  ვარჯიშებზე ვამუშავებდით, მომდევნო ეტაპზე, ძალიან რთული მატჩი გველის, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მეტოქე თელასი იქნება თუ TMC თბილისი, ორივე უმაღლესი  ლიგის  ძლიერი გუნდები არიან და  შესაბამისად   ურთულესი თამაში გველის  წინ.“

ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური წყვილი კი ცნობილია, ფინალის საგზურისთვის თსუ და ილიაუნი იბრძოლებენ.

  © SBM, 2016-2024